
სასწავლო ცენტრი "გეო"

05.10.2020
სასწავლო ცენტრი "გეო" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე
სასწავლო ცენტრი "გეო" აცხადებს მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება
სასკოლო დავალებების მომზადება - გახანგრძლივებული კურსი
სასწავლო ცენტრი "გეო" აგრძელებს დამატებით პედაგოგთა მოძიებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის
პროფესიის არჩევის დროს დაშვებული შეცდომები
Расскажите подробнее...
"მეგობრული ვიქტორინა" რუსულ ენაში
ჩვენი ძალიან გონიერი პატარები და კრეატიული ანა მასწავლებელი ❤︎ ❤︎
პედაგოგი: Anna Tinikashvili
Расскажите подробнее...
საატესტატო გამოცდების იმიტაცია 12 კლასლებისათვის
Расскажите подробнее...
რამდენიმე რჩევა საატესტატო გამოცდაზე გამსვლელებს.
Расскажите подробнее...
ინგლისური ენის გაკვეთილი
ჩვენი პატარებიც ძალიან ყოჩაღები აღმოჩნდნენ და თეონა მასწავლებელიც ❤︎
ბევრ ლამაზ ფერს, სიხარულს და წარმატებას გისურვებთ, ბავშვებო!!! ❤︎ ❤︎
პედაგოგი: თეონა ხაბაშვილი
Расскажите подробнее...
21 აპრილს ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი გეოგრაფიაში მეთერთმეტე კლასელებისათვის თემაზე 'შიდა წყლები".
Расскажите подробнее...
2018 წლის მეორე სემესტრის შიდა დაფინანსება მოიპოვეს აბიტურიენტებმა : ლანა გოდელაშვილი; ნინი დავითაშვილი; დავით ელიაური; ნინო ინდუაშვილი; დავით პაპუაშვილი; მიხეილ რუსაშვილი; ანა საური
შედეგად მათ გადაეცათ სასწავლო ცენტრი 'გეოს" შესაბამისი (70%; 50%; 30%) ვაუჩერები
Расскажите подробнее...
February 5, 2018
2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შემაჯამებელ ტესტირებაში უმაღლესი ქულები დააგროვეს: ლიკა პეტუშკოვამ, ქეთი რევანდაშვილმა, მარიამ ქარელმა და გიორგი ჩალაურმა.
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას, ეს მხოლოდ დასაწყისია!!!
Расскажите подробнее...
December 31, 2017
გილოცავთ დამდეგს და ყველას წარმატებულ წელს გისურვებთ - განსაკუთრებით აბიტურიენტებს.
Расскажите подробнее...
ხუთშაბათს, 30 ნოემბერს სასწავლო ცენტრი "გეოს" აბიტურიენტებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე "პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა"
ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგინატო ბოლოთაშვილი.
Расскажите подробнее...
სასწავლო ცენტრ "გეოს" ესაჭიროება მასწავლებლის თანაშემწე.
Расскажите подробнее...
სასწავლო ცენტრ "გეოს" ესაჭიროება ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (სტაჟიორი).
Расскажите подробнее...
სასწავლო ცენტრ "გეოს" ესაჭიროება ისტორიის მასწავლებელი (რეზერვი).
Расскажите подробнее...
სასწავლო ცენტრ "გეოს" ესაჭიროება მენეჯერის თანაშემწე (სტაჟიორი).
Расскажите подробнее...
ჩვენ გავუძელით დროს....
სასწავლო ცენტრი „გეო“ 13 წლისაა!
ვულოცავთ ჩვენს გამორჩეულად შრომისმოყვარე, პროფესიონალ და თავდაუზოგავ თანამშრომლებს, ადამიანებს რომელთა მონდომებისა და გულწრფელი მხარდაჭერის წყალობითაა სასწავლო ცენტრი დღესდღეობით ასეთი წარმატებული, ვულოცავთ ყველა თაობის ყველა მოსწავლეს, ასევე ბავშვებს, რომლებმაც პირველად წელს გადაწყვიტეს „გეოში“ მოსვლა, ვულოცავთ ჩვენს ქალაქში მცხოვრებ ყველა კეთილმოსურნე ადამიანს და მადლობას ვუხდით იმ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში თანადგომისა და გამხნევებისათვის.
გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან, რომელიც თეამ „გეოს 10 წლის იუბილეზე დაწერა...
„დავიწყეთ უცხო ენების და კომპიუტერული პროგრამების სწავლებით. როდესაც 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველად დანერგა განათლების სამინისტრომ, ძალიან თამამი განაცხადი იყო ჩვენი მხრიდან სარეპეტიტორო სკოლის შექმნა. დღევანდელი გადასახედიდან ასეთი პასუხისმგებლობის აღება ერთდროულად რთულიც იყო და სარისკოც, ახალგაზრდა კარგი განათლების პედაგოგები გამოცდილ მასწავლებლებთან ერთად დგამდნენ პირველ ნაბიჯებს და ეს არ უნდა შესტყობოდათ, დაუღალავმა შრომამ განაპირობა აბიტურიენტების წარმატებაც და პედაგოგების დახელოვნებაც.
გვახსოვს პირველი ნაკადი და პირველი წარმატებით გამოწვეული სიხარული, თუმცა მერე ემოციურად არაფერი შეცვლილა, ისევ ისე გვახარებდა წარმატება, უფრო კი წარუმატებლობა გვწყინდა, მერე რა თუ იშვიათი იყო.
გვახსოვს თითოეული ბავშვი ხასიათით, თვისებებით, აზროვნებით… თითოეული წელი - ძალიან გამორჩეული და მნიშვნელოვანი- ახალი თაობებით“
ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს, ვინც ჩვენთან სწავლობდა, მათი რაოდენობაც გვეყოფოდა საამაყოდ, თუმცა უფრო ამაყები ვართ როცა თითოეული მათგანის ახალ-ახალ წარმატებას ვგებულობთ, ბევრი მათგანი უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია. განსაკუთრებით სასიხარულო კი ჩვენთვის ის აბიტურიენტებია, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს, თუ მათ გადაწყვეტილებაში ჩვენი გავლენაცაა თავს ძალიან ბედნიერად ჩავთვლით.
Расскажите подробнее...
სასწავლო ცენტრ "გეოს" ესაჭიროება გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (სტაჟიორი).
Расскажите подробнее...
სასწავლო ცენტრი „გეო“ იწყებს დამატებით პედაგოგთა მოძიებას 2017-2018 სასწავლო წლისათვის.
Расскажите подробнее...
სასწავლო ცენტრი "გეო" აცხადებს მიღებას 2017-18 სასწავლო წლისათვის.
ერთწლიანი პროგრამა აბიტურიენტებისათვის
საატესტატო კურსი XI-XII კლასებისათვის
სასწავლო კურსი IX-X კლასელთათვის ნებისმიერ სასწავლო დისციპლინაში
სასწავლო კურსი V-VIII კლასელებისათვის ნებისმიერ სასწავლო დისციპლინაში
სასწავლო ცენტრი "გეო" სწავლას განაახლებს 1 სექტემბერს.
Расскажите подробнее...
რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჩვენზე?
Расскажите подробнее...
შემაჯამებელი გაკვეთილი ინგლისურ ენაში. საგამოცდო ტესტის განხილვა - 2017 წელს შეტანილი ცვლილებების აქცენტირებით.
Расскажите подробнее...
იმიტირებული საატესტატო გამოცდები XI კლასის მოსწავლეებისთვის.
Расскажите подробнее...
ვაუჩერს იდეის ავტორისა და სასწავლო ცენტრი "გეოს" დამფუძნებლის თეა გიგუაშვილის სახელი მიენიჭა.
Расскажите подробнее...
2017 წლის 14-15 მაისს სასწავლო ცენტრ გეოში გაიმართა იმიტირებული საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისათვის 4-ვე საატესტატო საგანში.
Расскажите подробнее...
2017 წლის 01 მაისიდან ა(ა)იპ ბერბუკის საბავშვო ბაღი პროექტის „ცნობიერების ამაღლება ტოლერანტული გარემოსათვის“ ფარგლებში გიწვევთ სტაჟირების უფასო პროგრამაზე სასწავლო ცენტრ „გეოში“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
Расскажите подробнее...
"ჩვენ შეგვიძლია წერა"
სტუმრად ბავშვები ფონდიდან ხელოვანები თანადგომისათვის"
პედაგოგი: მაია გოგოლაძე
Расскажите подробнее...
2017 წლის 12 და 26 მარტს, სასწავლო ცენტრმა „გეომ“ უმასპინძლა სოც. საწარმო ა(ა)იპ „ბერბუკის საბავშვო ბაღს". პროექტის „ცნობიერების ამაღლება ტოლერანტული გარემოსათვის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები ინკლუზიურ განათლებაში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
Расскажите подробнее...
პროექტ გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
თემა: საგამოცდო ტესტის სტრუქტურა და შინაარსი, არგუმენტირებული ესეს წერის წესები და შეფასების კრიტერიუმები.
Расскажите подробнее...
პროფესიის არჩევის დროს დაშვებული შეცდომები
უკვე აირჩიე შენი მომავალი პროფესია - კეთილი, მიზანი დაისახე და შეუდექი მისი მიღწევის არცთუ სასიამოვნო გზას - ეს კიდევ უკეთესი, თუმცა ზედმეტი არ იქნება გაიგო შეცდომების შესახებ, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად უშვებენ ხოლმე.
Расскажите подробнее...
2017 წლის 01, 02 და 03 მარტს სასწავლო ცენტრ „გეოში“ ჩატარდა საგრანტე გამოცდები აბიტურიენტებისათვის. გარდა ცოდნის დონის შემოწმებისა, აღნიშნული გამოცდები მიზნად ისახავდა აბიტურიენტებს შორის საუკეთესოების გამოვლენას და მათთვის შესაბამისი ვაუჩერის გადაცემას - 30, 50, 100%-იანი თანადაფინანსება სასწავლო ცენტრის მხრიდან.
Расскажите подробнее...
2017 წლის 26 თებერვალს, სასწავლო ცენტრმა „გეომ“ უმასპინძლა ა(ა)იპ „ბერბუკის საბავშვო ბაღს“. პროექტის „ცნობიერების ამაღლება ტოლერანტული გარემოსათვის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა უფლებების კონვენცია, სამედიცინო და სოციალური პროგრამები“.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
Расскажите подробнее...
2017 წლის 14 თებერვალს, სასწავლო ცენტრმა „გეომ“ უმასპინძლა სოც. საწარმო ა(ა)იპ „ბერბუკის საბავშვო ბაღს". პროექტის „ცნობიერების ამაღლება ტოლერანტული გარემოსათვის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე „პროფესიული ორიენტაცია“.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
Расскажите подробнее...
წინასაახალწლო განწყობა "გეოში"
Расскажите подробнее...
26-29 დეკემბერს სასწავლო ცენტრ გეოში გაიმართა პირველი სემესტრის შემაჯამებელი გამოცდები მე-12 კლასელებისათვის. ბავშვებმა ტესტირება გაიარეს საგნებში, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ.
Расскажите подробнее...
სასწავლო ცენტრი "გეო" აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის.
Расскажите подробнее...
2016 წლის 29 ივნისს სასწავლო ცენტრ „გეოში“ გაიმართა საუკეთესო მოსწავლეების დაჯილდოება. მოსწავლეებს გადაეცათ მოპოვებული ვაუჩერის შესაბამისი კატეგორიის სიგელები. ნოემრის თვეში ჩატარებული შიდა გამოცდების შედეგად საუკეთესოს ტიტული მოიპოვა ორმა მოსწავლემ - ზურაბ გულიაშვილმა და ლაშა საბაშვილმა (100%-იანი დაფინანსება), ხოლო თებერვლის გამოცდების შედეგად გამოვლინდა 4 საუკეთესო მოსწავლე - ემზარ ბაბუნიშვილი, ზურაბ გულიაშვილი, ლაშა საბაშვილი, მარიამ ტლაშაძე (50%-იანი თანადაფინანსება). სასწავლო ცენტრი „გეო“ ულოცავს ბავშვებს და წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
„შენ შეძლებ“!!!
Расскажите подробнее...
2016 წლის 3 ივნისს სასწავლო ცენტრ „გეოში“ ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე „გამრავლება“. გაკვეთილის ავტორმა - ნინო მიდოდაშვილმა, ბავშვებს საინტერესო ფორმით მიაწოდა ინფორმაცია მიტოზისა და მეიოზის - მათი ფაზების, ასევე ცილის სინთეზის შესახებ. გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა ნახეს სხვადასხვა ვიდეორგოლი მოცემულ თემასთან დაკავშირებით, რამაც მეტი ხალისი და ინტერესი შემატა გაკვეთილს, ამასთან გაზარდა მოცემული მასალის უკეთ დამახსოვრების ალბათობა. დასასრულს მასწავლებელმა კიდევ ერთხელ შეაჯამა ძირითადი ინფორმაცია და შეკითხვების საშუალებით გადაამოწმა, თუ რამდენად სწორად იქნა აღქმული და გაგებული ბავშვების მიერ განხილული საკითხი.
Расскажите подробнее...
2016 წლის პირველი ივნისიდან სასწავლო ცენტრი "გეო" აცხადებს მიღებას უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, იტალიური, ფრანგული).
გჭირდება ენის სწრაფი და ეფექტური შესწავლა, თანამედროვე მეთოდებით და შესაბამისი დონის სერთიფიკატით, ასაკის შეუზღუდავად, ჯგუფთან ერთად ან ინდივიდუალურად?
ენდეთ ჩვენს 10 წლიან გამოცდილებას.
Расскажите подробнее...
2016 წლის 28-29 მაისს სასწავლო ცენტრ „გეოში“ იმიტირებული საატესტატო გამოცდები ამჯერად მე-11 კლასელებისთვის გაიმართა. უშუალოდ საგნობრივი ტესტირების დაწყებამდე მოსწავლეებს ჩაუტარდათ ფსიქოლოგიური ტესტი წარმატება-წარუმატებლობის თემაზე. თითოეულ ბავშვს მიეცა საშუალება გაიგო, იმის შესახებ, თუ რამდენად ადეკვატურია მისი მოლოდინი საატესტატო გამოცდების მიმართ და რამდენადაა ორიენტირებული წარმატების მიღწევასა და წარუმატებლობის თავიდან აცილებაზე. მონაცემების დამუშავების შემდეგ გამოიკვეთა გამოცდებზე მოსალოდნელი რისკები, რის საფუძველზეც მოსწავლეებს მიეცათ წინასაგამოცდე რჩევები ფსიქოლოგისაგან.
სასწავლო ცენტრი „გეო“ გისურვებთ წარმატებას.
Расскажите подробнее...
2016 წლის 13-14 მაისს სასწავლო ცენტრ „გეოში“ ჩატარდა იმიტირებული საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვის. ბავშვებს მიეცათ საშუალება შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა ელექტრონული ფორმატისა და საატესტატო ტესტების სპეციფიკის შესახებ, ასევე სისტემაში მოეყვანათ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ წარმატებით გაართვა თავი მოცემულ გამოცდებს . ტესტირების ყველაზე დადებით მხარედ უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ბავშვებს, როგორც თვითონ აღნიშნავენ, ჩამოუყალიბდათ შესაბამისი მზაობა და დამოკიდებულება მოახლოებული საატესტატო გამოცდების მიმართ.
სასწავლო ცენტრი „გეო“ გისურვებთ წარმატებას!
Расскажите подробнее
2016 წლის 11 მაისს სასწავლო ცენტრ გეოში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე „როგორ დავწეროთ წერილი უცხო ენაზე“. გაკვეთილი ჩაატარა ინგლისური ენის პედაგოგმა ანი მარქაროვმა, რომელმაც ბავშვებს განუმარტა თუ როგორ უნდა დაიწეროს წერილი ინგლისურ ენაზე, ასევე ისაუბრა იმ ძირითად ფრაზებსა და ტერმინებზე, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვანია წერილის დაწერის დროს. გაკვეთილის მოსმენის შემდეგ ბავშებს მიეცათ თემა ერთი კონკრეტული წერილის შესაქმნელად. წერითი დავალების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ნამუშევრები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მსგავსი ტიპის შეცდომებზე სხვადასხვა მოსწავლის მიერ დაწერილ წერილში. ბავშვებმა მიიღეს ამომწეურავი პასუხი გაჩენილ შეკითხვებზე.
Расскажите подробнее
2016 წლის 24 აპრილს, სასწავლო ცენტრმა "გეომ" უმასპინძლა ბავშვებს ფონდიდან "ხელოვანები თანადგომისათვის". მაია გოგოლაძემ ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი თემაზე: ქართული მითოლოგია. ბავშვები გაეცნენ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში არსებულ პერსონაჟებს, ისაუბრეს მათთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე, შემდეგ კი თავიანთი ფანტაზიით დახატეს მითოლოგიური გმირები.