
სასწავლო ცენტრი "გეო"

სასწავლო ცენტრი „გეო“ აგრძელებს დამატებით (საჭიროების შემთხვევაში) პედაგოგთა მოძიებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის შემდეგ სასკოლო დისციპლინებში:
-
ქართული ენა და ლიტერატურა
-
უცხო ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული)
-
ისტორია
-
მათემატიკა
-
გეოგრაფია
-
ფიზიკა
-
ქიმია
-
ბიოლოგია
-
სამოქალაქო განათლება
-
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ძირითადი მოვალეობები:
-
სასწავლო ცენტრის მოსწავლეთა სწავლება - გაკვეთილების ჩატარება; აუცილებელი მასალის მომზადება; მოსწავლეთა საჭიროებების გამოკვეთა;
-
დამატებით სასწავლო (გამოცდები, ღია და შემაჯამებელი გაკვეთილები, ტრენინგები... ) და არასასწავლო (ღონისძიებები, კამპანიები, კრებები, ექსკურსიები...) აქტივობების განხორციელებასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
-
სასწავლო ცენტრის პოპულარიზაციის ხელშეწყობა (დაინტერესებული პირების უშუალო ინფორმირება, მხარდაჭერა ინტერნეტსივრცეში და სხვა)
მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება შესაბამის სასწავლო საგანში (სერტიფიკატი სასურველია)
-
კარგი სამეტყველო და წერითი უნარები
-
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
-
ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
-
აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული მახასიათებლები:
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
-
გუნდში მუშაობის უნარი
-
სიახლეებსა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირება
-
შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა
შესაბამისი განათლებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე:
სასწავლო ცენტრი „გეო“ გისურვებთ წარმატებას!