სასწავლო ცენტრი "გეო"


სასწავლო ცენტრი "გეო" 11 წლისაა
სასწავლო ცენტრი „გეო“ 11 წლისაა. თავდაპირველად კომპიუტერული პროგრამების და უცხო ენების შესწავლით დავიწყეთ, მერე კი, მალევე, როდესაც განათლების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დანერგა, სარეპეტიტორო სკოლა შევთავაზეთ აბიტურიენტებს და, დღევანდელი გადასახედიდან, უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი მაშინდელი გადაწყვეტილება.
ხშირად მოვისმენთ საზოგადოებაში აზრს, რომ სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განათლებას, ისე, რომ მან თავი გაართვას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. დიახ, განათლების სისტემა რომ ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად მზარდი უნდა იყოს არავინ დავობს, თუმცა რეპეტიტორის ინსტუიტუტს წარმატებით იყენებენ იმ ქვეყნებშიც, რომლელთა განათლების სისტემაც მსოფლიო რეიტინგებში ლიდერობს.
ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ საკითხის ასე დაყენება არასწორია. საქართველო პარატა ქვეყანაა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე ადამიანური რესურსია. ქვეყნის პრობლემა კი ისაა, რომ მუდმივად ხდება განათლებული კადრის გადინება კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რაც არცთუ იშვიათად მთავრდება მიგრაციით. ამიტომ ვთვლით, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებამ, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, უნდა ვეცადოთ ერთმანეთთან პარტნიორობით შევძლოთ უკეთესი განათლება მივცეთ მომავალ თაობას. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია უალტერნატივოა, მეტი განათლებული ადამიანი ქვეყნის უკეთესი „ხვალეს“ უცილობელი გარანტი.
01.09.2015