top of page

    

     

     2015-2016 სასწავლო წლის ნოემბრისა და თებერვლის თვეებში სასწავლო ცენტრ „გეო“-ში ჩატარდა შიდა გამოცდები ტესტირების სახით. გამოცდები სწავლის ხარისხის შეფასებასთან ერთად  მიზნად ისახავდა საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების გამოვლენას და მათთვის შესაბამისი კატეგორიის ვაუჩერის გადაცემას  (100, 50 და 30%-იანი თანადაფინანსება).

     ნოემბერში ჩატარებული გამოცდების შედეგების მიხედვით საუკეთესოს ტიტული მოიპოვა ორმა მოსწავლემ, რომელთაც შესაბამისად გადაეცათ პირველი კატეგორიის ვაუჩერები (100%-იანი დაფინანსება), ხოლო თებერვლის გამოცდების შედეგად გამოვლინდა ოთხი საუკეთესო მოსწავლე, რომელთაც ასევე გადაეცათ მეორე კატეგორიის ვაუჩერები (50%-იანი თანადაფინანსება).

     სასწავლო ცენტრი „გეო“ ულოცავს ბავშვებს და უსურვებს უწყვეტ პიროვნულ და ინტელექტუალურ ზრდას. 

     იარე წინ წარმატებას ზედა ზღვარი არ აქვს!!!

           გილოცავთ სტუდენტობას !!!

 

           ყველა წარმატებულ აბიტურიენტს ვულოცავთ სტუდენტობას. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, ახალი შესაძლებლობებით, ახალი გამოწვევებით, „დიდური“ პრობლემებიც იქნება ამიერიდან...  ღირსეულად უნდა გაუძლოთ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, ყველა მოვლენა დადებითი თუ უარყოფითი გამოიყენეთ გაკვეთილად, არ შეწყვიტოთ პიროვნული ზრდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდამ გახსოვდეთ წარმატება დიდი შრომის შედეგად მიიღწევა.

         როგორც დღეს გვახარებს თქვენი წარმატება, როგორც დღეს გვეამაყებით ასეთი კარგები, ისე გვეამაყოს წლების შემდეგ თქვენი პროფესიონალიზმით.

              არასოდეს დაივიწყოთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს მომავალი და იმედი. თქვენ უნდა ჩაიბაროთ ხვალ ეს ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება პროფესიონალი კადრი.

 

         თქვენ კი, ვინც წელს ვერ შეძელით გამხდარიყავით სტუდენტი, მოიკრიბეთ ძალები, მიზნისკენ მისაღწევი გზა სირთულეებითაა სავსე, ახალი შემართებით, მეტი გულისხმიერებით დაიწყეთ მზადება მომავალი სასწავლო წლისთვის და რაც მთავარია გჯეროდეთ, რომ თუ კარგად მოინდომებთ ყველაფერი გამოვა.

რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჩვენზე?

 

 

  1. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ან ერთზე მეტი საგანი, რაც საშუალებას მოგცემთ კარგი განათლების მიღებასთან ერთად დაზოგოთ დრო, ენერგია და ფინანსები.

  2. ჩვენთან თქვენ მოგემსახურებიან კვალიფიციური პედაგოგები, რომელთაგან უმრავლესობა ფლობს მასწავლებლის სახელმწიფო სერთიფიკატს. ჩვენი მასწავლებლები, არა მხოლოდ ნერგავენ აპრობირებულ მეთოდებს, ხშირად თავად არიან  სიახლეების ინიციატორები.

  3. მოსწავლე და მასწავლებელი თანხმდებიან წესებზე, რომელიც უფრო ეფექტური იქნება მათი შემდგომი თანამშრომლობისათვის და სადაც აუცილებლად გათვალისწინებულია როგორც მასწავლებლის ისე მოსწავლის აზრი, საბოლოოდ ამ წესების შესახებ ეცნობება მშობელს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს დისციპლინის ხარისხს, მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

  4. სხვადასხვა საგნის პედაგოგები მუდმივად ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას, მოსწავლეების წარმატების შესახებ, რაც მათ საშუალებას აძლევს იმსჯელონ და ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება, რა კონკრეტული ღონისძიებებია გასატარებელი ამა თუ იმ ბავშვთან უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად.

  5. მოსწავლეებისთვის მუდმივად იქმნება წამახალისებელი აქტივობები, რომლებიც ხშირად შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული და მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას  ემსახურება.

  6. სასწავლო ცენტრი „გეო“ ორ თვეში ერთხელ ატარებს შიდა გამოცდებს. გამოცდები ტარდება ტესტირების სახით, რომელიც სრულად შეესაბამება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ სტანდარტებს და ამოწმებს, როგორც ბავშვის ცოდნას  ისე სასწავლო პროცესის ეფექტურობას.

  7. იმისდა მიუხედავად, რომ ჯგუფში ზის 4-6 ბავშვი, გამოცდები სწავლას უფრო მასშტაბურ ხასიათს აძლევს და გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი მოტივატორია მოსწავლეებისათვის 2015-16 წლიდან, სავაუჩერო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ რამდენადმე გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას რაც ისევ და ისევ, მათი სწავლის ხარისხზე აისახება.

  8. ჩვენს სასწავლო ცენტრში სწავლობენ ბავშვები სხვადასხვა სკოლებიდან, ხშირად სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან, რაც მათ საშუალებას აძლევთ გამოიმუშავონ ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი, უკეთ დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, გაიჩინონ ახალი მეგობრები.

  9. ჩვენი გარემო კომფორტულია მშობლისთვის, მშობელთა კრებები, რომელიც სისტემატიურ ხასიათს ატარებს, მშობლებს ეხმარება დაზოგონ დრო და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია შვილის წარმატების შესახებ. მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება თუ მეთოდი, რაც ისევ და ისევ ბავშვის სწორ აღზრა – განვითარებას შეუწყობს ხელს.

  10. და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია გადაუჭარბებლად ვთქვათ ჩვენი სასწავლო ცენტრი ბავშვზეა ორიენტირებული!

სასწავლო ცენტრი "გეო"

მისამართი: გორი, სააკაძის ქუჩა #35

ტელეფონი:  0 (370) 27 28 17

                       0 (370) 27 08 20

                            574 19 82 94

ელ.ფოსტა: saswavlocentrigeo@gmail.com

 

 

შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.

შემოგვიერთდით: 

  • Facebook Social Icon
bottom of page