top of page

პროფესიის არჩევის დროს დაშვებული შეცდომები

 

უკვე აირჩიე შენი მომავალი პროფესია - კეთილი, მიზანი დაისახე და შეუდექი მისი მიღწევის არცთუ სასიამოვნო გზას - ეს კიდევ უკეთესი, თუმცა ზედმეტი არ იქნება გაიგო შეცდომების შესახებ, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად უშვებენ ხოლმე.


1. დაფიქრდი და ნუ შეარჩევ პროფესიას იმ საგნის გამო, რომელიც ძალიან გიყვარს ან გეადვილება ჩასაბარებლად, ამ შემთხვევაში არასწორი არჩევანის რისკი საკმაოდ მაღალია.


2. ნუ გაგიტაცებს პროფესიის მხოლოდ გარეგნული მხარე, ნუ შეიქმნი მასზე მცდარ რომანტიკულ წარმოდგენებს. მაგალითად, ექიმობა ნამდვილად საჭირო და საამაყო საქმეა, თუმცა რომ გახდე კარგი ექიმი ამას ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, ხარ კი მზად ამისთვის?


3. ძალიან მოგწონს ადამიანი, დავუშვათ შენი მეზობელი, რომელიც ფოტოგრაფი ან მხატვარია, ნუ გადაწყვეტ, რომ თავი მის პროფესიას მიუძღვნა, ამ შემთხვევაში წამყვანი პიროვნული თვისებებია და არა საქმიანობა, მაღალი მორალი და ზნეობა შეიძლება ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს აღმოაჩნდეს.


4. რასაკვირველია შენს შრომას სათანადო ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ ამის გათვალისწინებით იქ ვერ მოხვდები სადაც უნდა მოხვდე. თან შეიძლება იმ დროისათვის როცა უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებ ეს პროფესია აღარც კი იყვეს ისეთი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი, როგორიც დღეს არის.


5. არსებობს პროფესიები, რომლებიც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს, მაგალითად მფრინავი ან ჯარისკაცი. არ ჩათვალო უმნიშვნელოდ ის, რომ შენი ფსიქო-ფიზიკური შესაძლებლობები არ შეესაბამება პროფესიის მოთხოვნებს, თუმცა ნურც იმედს გადაიწურავ, უბრალოდ აკეთე, ის, რაც ნამდვილად შეგიძლია .


6. შენმა საუკეთესო მეგობარმა უკვე აირჩია პროფესია, შენ კი ჯერ ვერ გაერკვიე საკუთარ მიზნებსა და სურვილებში, თან გეძნელება მის გარეშე ცხოვრება. ალბათ ფიქრობ, რომ მეგობართან ერთად წახვალ, შენთვის ხომ მაინც სულ ერთია. ფრთხილად!!! - ეს მისი არჩევანია და არა შენი.


7. ზოგიერთ მშობელს ურჩევნია შვილიც მის გზას გაყვეს, ეს ერთი შეხედვით მოსახერხებელია, თუ გავითვალისწინებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა გამოცდილება, ფიზიკურ ბაზა, სანაცნობო წრე. არ არის გამორიცხული, რომ იგივე მიდრეკილებები და ინტერესები გქონდეს რაც შენს მშობელს აქვს, თუმცა ვიდრე გადაწყვეტ კარგად გადააფასე ეს ნამდვილად შენია, თუ უბრალოდ უნდათ რომ შენი იყოს. 


P.S. გახსოვდეს, რაც უნდა გადაწყვიტო ჩვენ შენს გვერდით ვართ, გვიყვარხარ და გვეიმედები.

სასწავლო ცენტრი "გეო"

მისამართი: გორი, სააკაძის ქუჩა #35

ტელეფონი:  0 (370) 27 28 17

                       0 (370) 27 08 20

                            574 19 82 94

ელ.ფოსტა: saswavlocentrigeo@gmail.com

 

 

შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.

შემოგვიერთდით: 

  • Facebook Social Icon
bottom of page