
სასწავლო ცენტრი "გეო"

წინა საგამოცდო რჩევები ქართულის მასწავლებლისგან !
-
იყავი თავდაჯერებული.
-
გახსოვდეს, შენ ემზადებოდი მთელი წელი ამ გამოცდისათვის.
-
დაჯექი კომფორტულად, კარგად შეხედე მონიტორს, შენ ზუსტად იცი ტესტის სახე, დავალებების რაოდენობა და სტილი. იცი, რომელ დვალებას უკეთ ართმევ თავს, რომელი დავალება, რამდენ დროს მოითხოვს შენგან.
-
ღრმად ისუნთქე, დაათვალიერე ოთახი, დააკვირდი გამსწორებლებს, გადაავლე თვალი ბავშვებს, რატომ? იმიტომ რომ გარემო გახდეს შენი ნაწილი, დარწმუნდე რომ ყველაფერი კარგადაა.
-
ხელის აწევით დასვი კითხვა თუ რამეა გაუგებრი შენთვის.
-
პირველი დაიწყე ტექსტის რედაქტირება, რადგან რედაქტირებას სჭირდება დსვენებული თვალი და რაც მთავარია, შენ ეს დავალება კარგად გამოგდის.
-
ამოიწერე შავ ფურცელზე შეცდომები, ერთხელ კიდევ წაიკითხე მთლიანი ტექსტი, რომ შინაარსობრივად აღიქვა და დაიწყე პასუხების ფურცელზე გადატანა დაკვირვებით.
-
არგუმენტირებული ესეს პირობა წაიკითხე ყურადღებით, მინიმუმ ორჯერ, კარგად გაიაზრე მოცემული დებულება. იფიქრე და დაიწყე წერა შავ ფურცელზე. შენ კარგად იცი, როგორ იწერება არგუმენტირებული ესე. მთავარია დაფიქრდე და გამართო სტილისტურად.
-
წაკითხულის გააზრება და ტექსტის ანალიზი, ორგანულად ერთი მთლიანია, ამიტომ ნუ დაყოფ. პირველ რიგში წაიკითხე სათაური, ხშირად სათაურშივეა მინიშნება, თუ რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება და უბრალოდ, რაზეა ტექსტი. მაგ:
-
„ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ნოდარ დუმბაძის რომანიდან "მზიანი ღამე", რომელშიც აღწერილია საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული დედის შეხვედრა შვილთან:“
-
რომანში "შენი თავგადასავალი" აკა მორჩილაძე მოგვითხრობს ქართველი ემიგრანტის შესახებ, რომელიც ლონდონში იმყოფება და 1989 წლის ცხრა აპრილის ტრაგედია ახსენდება:
-
ტექსტის წაკითხვის შემდეგ გადახედე კითხვებს, წაიკითხე თხუთმეტივე კითხვა, წაიკითხე პირობა, რომლის მიხედვითაც უნდა დაწერო ანალიზი.
-
დაიწყე წაკითხულის გააზრება, გახსოვდეს, გააზრება გჭირდება ანალიზისთვის, ამიტომ კარგად გაიაზრე, დაუბრუნდი ტექსტს, გადაამოწმე და ისე შემოხაზე სწორი ვარიანტები.
-
დაიწყე ანალიზის წერა, არ დაგავიწყდეს წაკითხულის გააზრება, ერთხელ კიდევ გადახედე, შენ მიერ შემოხაზულ სწორ ვარიანტებს და გამოიყენე წერის დროს, წაკითხულის გააზრების წყალობთ შენ არ გამოგრჩება არცერთი საკითხი, რომელზეც მოცემულ ტექსტში ავტორი ამახვილებს ყურადღებას.
-
გ ა ხ ს ო ვ დ ე ს!
შენ ეს ყველაფერი იცი.
გამოიყენე შენი გამოცდილება.
